სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეკემბრის თვეში რუსთავში 3 ობიექტი დააჯარიმა.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სურსათის მაღაზიები და რესტორანია, რომელთაც 500-დან 3000 ლარამდე ოდენობის ფულადი სანქცია დაუწესდათ.
როგორც სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მირანგულა ლიპარტელიანი "ინფო რუსთავთან" აცხადებს, აღნიშნული ობიექტიდან ორს 500-500 ლარიანი ჯარიმა მითითების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა, ხოლო 3000 ლარი სასურსათო მაღაზიას განმეორებით ვადაგასული პროდუქციის რეალიზებისთვის.
ლიპარტელიანის ინფორმაციითვე, საერთო ჯამში, ქვემო ქართლში გეგმური თუ არაგეგმური შემოწმება ივნისის თვეში 209-მდე ობიექტში ჩატარდა, აქედან 11 ობიექტი სხვადასხვა დარღვევის გამო დაჯარიმდა. ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის 51 ნიმუშის აღება მოხდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.