რუსთავში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორანი "ოაზისი" დააჯარიმა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რესტორანს 500 ლარიანი ჯარიმა მითითებების შეუსრულებლობის გამო გამოუწერეს.
ფაქტი "ინფო რუსთავს" "ოაზისის მენეჯერმა დიმიტრი ლომსაძემაც დაუდასტურა.
მისი თქმით, შეუსაბამობები უკვე გამოსწორებულია და რესტორანი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.