რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს ორი "ტოიოტასა" და "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილები შეეჯახა.
ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, უამინდობა გახდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
აღსანიშნავია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მაგისტრალზე საავტომობილო საცობიც იყო.