საკალათბურთო კლუბმა "რუსთავმა" ქორქია-საკანდელიძის თასი მოიგო.
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალური ტურნირის ფინალურ შეხვედრაში რუსთაველი კალათბურთელები "მეგას" შეხვდნენ.
ანატოლი ბოისას მიერ გაწვრთნილმა კალათბურთელებმა მოწინააღმდეგე 23 ქულიანი უპირატესობით, ანგარიშით 84-61 დაამარცხეს.
ცნობისთვის კლუბ "რუსთავმა" აღნიშნულ ტურნირში გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა.