ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა [photo]

2023-01-09 19:56:04

თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი გაჩერებულ "ჰონდას" მარკის მსუბუქ ავტომობილს გაუჩნდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები