რუსთავში N3 მუნიციპალური ავტობუსი, რომელიც მომსახურების სააგენტოსთან ადის, შეფერხებით გადაადგილდება.
ამის შესახებ განცხადებას რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმო ავრცელებს.
მათი თქმით, შეფერხების მიზეზი სერვისის მიღების მიზნით გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადია.
"უქმე დღეების შემდეგ მუშაობა განაახლა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ.
სერვისის მიღების მიზნით გაზრდილი სატრანსპორტო ნაკადის გამო N 3 ავტობუსი გადაადგილდება შეფერხებით",- ნათქვამია განცხადებაში