რუსთავში სიმაღლიდან კაცი გადმოვარდა

2023-01-04 00:02:24

რუსთავში, მე-2 სართულიდან კაცი გადმოვარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა განგვიცხადა, მამაკცს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და უკვე გაწერილია კლინიკიდან.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები