რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის წინ არსებულ სკვერში 14 სკულპტურა განთავსდება. ამ დროისთავის სკვერში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე ის სკულპტურები დაიდგმება, რომლებიც რუსთავში საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა. სამუშაოებს ააიპ "უზრუნველყოფის სამსახური ახორციელებს.