ხობში მეზობელმა მეზობელი დაჭრა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებულის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა და მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.