რუსთავში, თავისუფლების მოედანზე მოწყობილ საახალწლო სოფელში დღეს პატარებს სანტა კლაუსი დახვდათ.
სანტა ბავშვებს ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან საღამოს 18:00 საათიდან მასპინძლობდა. პატარებმა მასთან ფოტოები გადაიღეს და ტკბილეულითაც დასაჩუქრდნენ.
მორიგი საახალწლო საღამო რუსთავის ცენტრალურ მოედანზე ტამტამების შოუთი დასრულდა.