რუსთაველი გოგო საბერძნეთის თასი 2022-ის გამარჯვებული გახდა

2022-12-24 13:39:50

რუსთაველი გოგო, თეკლა ობოლაძე კიკბოქსინგში საბერძნეთის თასი 2022-ის გამარჯვებული გახდა.

თეკლამ, რომელსაც მასზე ბევრად გამოცდილ კონკურენტებთან მოუწია ბრძოლა, -51კგ კატეგორიაში იასპარეზა.

რუსთაველი სპორტსმენი შეჯიბრში კვიპროსის სახელით მონაწილეობდა, რადგან წლებია ოჯახთან ერთად ემიგრაციაში იმყოფება.

თეკლა ობოლაძე ფინალურ შეხვედრაში კვიპროსელ მეტოქეს შეხვდა და მისი დამარცხებით გამარჯვება მოიპოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები