რუსთავში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლაში პოეზიის საღამო გაიამართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ექვსმა რუსთაველმა პოეტმა მიიღო და მოწვეულ საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსი წაუკითხა.
საღამოს ორგანიზატორი ამირან ჯანჯღავა გახლდათ. მისი თქმით, სამუსიკო სკოლაში სიმბოლურად შეიკრიბნენ ადამიანები, რომელთაც მთავარ ფუნდამენტური ღირებულებაზე - ლიტერატურაზე საუბარი სურდათ.
"დღეს ძალიან სიმბოლურ ადგილას, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პირველ სამუსიკო სკოლის დარბაზში, სადაც თავის დროზე მერაბ კოსტავა პედაგოგიურ საქმინობას ეწეოდა, გადავწყვიტეთ, რომ პოეზია გაგვეჟღერებინა და ტერენტი გრანელის ძალიან საინტერესო სსიმბოლური ფრაზა წავიმძღვარეთ, რომ პოეზიამ იცის უეცარი სიხარული. რატომღაც ვფიქრობთ, რომ ამ მცირე რაოდენობის ადამიანებმა, ის სიხარული გავიზიარეთ, რაც ლიტერატურას და პოეზიას მოაქვს და მინდა ვისურვოთ, რომ ჩვენი ქალაქი ყოველ წელს უფრო მეტად პოექტური გახდეს, უფრო მეტად ხელოვნებასთან და ლიტერატურასთან დაახლოებული იმიტომ, რომ ქალაქის სულს და ხასიათს ქმნის ლიტერატურა და ხელოვნება. ასე რომ, ამ ფორმატით შევიკრიბეთ და ეს მცირერიცხოვანი აუდიტორია ვსაუბრობდით იმ მთავარ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, რაც არის ლიტერატურა, რაშიც დაარქივებული და შემონახულია ჩვენი იდენტობა და ღირებულება", - განაცხადა ამირან ჯანჯღავამ.