ორმაგი ავარია რუსთავში

2021-12-23 20:14:51

რუსთავში, ტაშკენტისა და ლეონიძის ქუჩების კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი თავდაპირველად მოძრავ, შემდეგ კი გაჩერებულ ავტობუსს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები