პარიზში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი, დაიჭრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
მათივე ცნობით, ინციდენტი აღმოსავლეთის სადგურზე, ქურთული კულტურის ცენტრთან მოხდა.
ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ მე-10 ოლქში მომხდარს იძიებს. პარიზის მცხოვრებლებს სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ ტერიტორიას, სადაც ინციდენტი მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 69 წლისაა, ის უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივები ჯერჯერობით გაურკვეველია.