"უახლოეს პერიოდში სრულად ავკრძალავთ ძველ კორპუსებზე მიშენება-დაშენებასა და ნიბისმიერი სამშენებლო ჩარევის განხორციელებას", - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ჩარევებს, საბოლოო ჯამში, კორპუსის ავარიულობამდე მიყვანას იწვევს.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რუსთავის მერიაში მაქსიმალურად გამკაცრდება მიმდინარე საქმეებზე რეაგირება, ისეთ საქმეებზე, რომელიც ეხება ძველ კორპუსებში მიშენება-დაშენებას და ნებისმიერი სამშენებლო ჩარევის განხორციელებას. უახლოეს პერიოდში კი, სრულად ავკრძალავთ ძველ კორპუსებზე მსგავსი ტიპის ჩარევებს, რაც საბოლოო ჯამში, იწვევს კორპუსის ავარიულობამდე მიყვანას", - განაცხადა ლაცაბიძემ.