ახალი დეტალები რუსთავში კორპუსის ჩამონგრევის შესახებ

2022-12-22 19:07:05

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე კორპუსის ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა 2 პირი.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, კორპუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სახლს გამაგრების სამუშაოები უტარდებოდა.