რუსთავში ქალის ჯგუფურად გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის დაკავებულ 4 მამაკაცს რუსთავის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ოთხივე პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი, დ.რ 8 წლით, ხოლო ვ.გ, ს.ზ-სა და ს.ი-ის 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა აპრილში ცენტრალური პარკის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის სანაპიროზე სამშენებლო მასალის მოსაპოვებელ კარიერთან მოხდა.