გაზის ძლიერი სუნი რუსთავში

2022-12-20 17:12:51

ძველ რუსთავსა და ახალი რუსთავის ნაწილში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა.

"ინფო რუსთავს" სხვადასხვა ქუჩაზე მცხოვრებლები დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გამძაფრებული სუნი იგრძნეს.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზში" განუცხადეს, გამოძახებებზე მისულ თანამშრომლებს გაზის გაჟონა არ დახვდათ და სუნი საწარმოო ზონიდან მოდიოდა.

"გასულები არიან. ბევრი გამოძახებაა მაგის თაობაზე შემოსული. ყველა საქმის კურსშია. ერთ-ერთი საწარმოდან მოდის. გაზის გაჟონვა არაა. ზეთს ამუშავებენ და ნამწვი აერია არის მთელ ქალაქში წამოსული",- განაცხადეს სოკარ გაზში.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები