სპეცოპერაცია რუსთავში [video]

2022-12-20 14:44:18

რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს. საქმე, სავარაუდოდ, ნარკოდანაშაულს უკავშირდება.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სპეცრაზმისა და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები.

ცნობისთვის, სპეცოპერაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა, რის შედეგადაც დაკავებულია 42 ნარკორეალიზატორი.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები