თბილისში გაზის გაჟონვას 18 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აბაზანაში ბანაობდა, რა დროსაც წყლის გამაცხელებლიდან გაზმა გაჟონა და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
18 წლის ბიჭს აბაზანიდან გამოსვლა რომ დააგვიანდა, ძმამ შეაკითხა და, სამწუხაროდ, გარდაცვლილი დახვდა.
ახალგაზრდა კაცი თბილისში სასწავლებლად იყო ჩამოსული. ცხედარი ტიბაანში მის საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.