საქართველოს მთავრობა, რუსთავისთვის ავტობუსებს შეიძენს.
ტრანსპორტის შეძენა იმ პროგრამის ფარგლებში მოხდება, რომლის მიხედვითაც მთავრობა რეგიონებისთვის 250 ავტობუსის და ნაგავმზიდის შეძენას აპირებს.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წინა კვირას მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ რეგიონებისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის და მათ გადაეცემათ აღნიშნული ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში უნდა გაგრძელდეს ამ სიკეთეების და პროგრესის შეტანა“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
სავარაუდოდ, ავტობისები, რომელსაც მთავრობა ქალაქისთვის შეიძენს რუსთავი-თბილისის მარშრუტზე ივლის.
რამდენი ერთეული ავტობუსის შეძენა იგეგმება და სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.