რუსთავში პაციენტთან მიმავალი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ავარიაში მოხვდა [photo]

2021-12-16 13:25:13

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს პაციენტთან მიმავალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და სამგზავრო მიკროავტობუსი შეეჯახა.

როგორც მიკროავტობუსის მძღოლმა განგვიცხადა, შემთხვევის დროს, მგზავრები არ გადაჰყავდა.

მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები