თბილისში, პეკინის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ნიღბიანმა პირმა ბანკიდან თანხა გაიტაცა. თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელი შეიარაღებული იყო.
ამ წუთებში, ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა რაოდენობის თანხაა წაღებული ბანკიდან, უცნობია.
"ინფო რუსთავი" "საქართველოს ბანკს" დაუკავშირდა, სადაც დეტალებზე არ საუბრობენ და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაგვამისამართეს.