რუსთავის მუნიციპალური N3 ავტობუსი მომსახურების სააგენტოსთან აღარ დადის.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია, მგზავრებმა მიაწოდეს, რომლებიც მომსახურების სააგენტოში არიან დასაქმებულები და გვთხოვეს აღნიშნული თემით დავინტერესებულიყავით.
მათი თქმით, ერთი კვირაა ტრანსპორტი არ დადის და უწევთ ქალაქის შემოსასვლელიდან ფეხით ან ტაქსებით მივიდნენ მომსახურების სააგენტომდე.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის საწარმოში განუცხადეს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც მუნიციპალური ავტობუსი N3 დროებით ჩვეული მარშრუტით ვერ მოძრაობს.