რუსთავში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა [video]

2022-12-14 12:11:34

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში აღმაშენებლის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის მიკროავტობუსი და "მერსედესის" მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა. მათ სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები