რუსთაველი მოკრივე, ლაშა გურული მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად დუბაიში გამართულ მსოფლიო კრივის ფორუმს დაესწრო.
გურული საქართველოდან ერთადერთი მოკრივეა, რომელიც სამ დღიან ფორუმზე პერსონალურად მიიწვიეს.
წელს არაბთა გაერთიანებულ საამიროში პირველად ჩატარებულ მსოფლიო კრივის ფორუმს 70-მდე ქვეყნის 250 წარმომადგენელი ესწრებოდა.
ფორუმის ფარგლებში რამდენიმე კონგრესი ჩატარდა, რომელზეც სამომავლო გეგმები განიხილეს.
ლაშა გურული 2023 წლისთვის ემზადება. რუსთაველი სპორტსმენი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ოლიმპიადაზე, სადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადის საგზური გათამაშდება.