ხანძარი რუსთავში, საცხოვრებელ სახლში

2022-12-13 14:50:13

რუსთავში, შევჩენკოს ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი სამზარეულოში სარეცხის მანქანას გაუჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი ეკიპაჟი და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები