რუსთავის 2 ბაგა-ბაღში ცენტრალური გათბობა არ მუშაობს

2022-12-13 13:33:46

რუსთავის 25-ე და 34-ე ბაგა-ბაღში ერთ კვირაზე მეტია ცენტრალური გათბობა არ მუშაობს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღსაზრდელების მშობლებმა აცნობეს და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.

როგორც "ინფო რუსთავს" ააიპ “რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” განუცხადეს, 25-ე ბაღში გათბობის მილის დაზიანება გუშინ მოხდა, 34-ე ბაღში კი ცენტრალური გათბობის ნაწილი იყო დაზიანებული.

მათი თქმით მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები და ჯგუფები უზრუნველყოფილია ალტერნატიული გამათბობლებით.

"25-ე ბაღში გათბობის სისტემის მილის დაზიანება მოხდა გუშინ, მიმდინარეობს სამუშაოები და ჯგუფები უზრუნველყოფილია ალტერნატიული გამათბობლებით.

34-ე ბაღში ცენტრალური გათბობის ნაწილი იყო დაზიანებული. აღმოფხვრა იწყება იმ წუთში, როდესაც ხდება დაზიანება.

იყო მანამდე 34-ში პრობლემა, გამოსწორდა და ისევ შეიქმნა. გათბობის სისტემა შეიძლება იყოს წყობიდან გამოსული, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე ჯგუფი გათბობის გარეშე რჩება.

სრული მობილიზება ხდება გამათბობლების და ჯგუფები არის გამთბარი. არცერთი ჯგუფი გათბობის გარეშე არ რჩება",- აცხადებენ ბაღების გაერთიანებაში.

 

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები