რუსთავის მიმართულებით სამგზავრო მატარებელმა მოძრაობა განაახლა.
ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათი ცნობით, მატარებელი რეისს თბილისი-გარდაბანი, რომლის დროსაც რუსთავსაც გაივლის, ყოველდღიურად, დღეში ორჯერ შეასრულებს და მისი ღირებულება 50 თეთრი იქნება.
გასვლა თბილისიდან - 7:10, ჩასვლა გარდაბანში - 8:13
გამოსვლა გარდაბნიდან- 8:25, ჩამოსვლა თბილისში - 9:32
გასვლა თბილისიდან - 19:00, ჩასვლა გარდაბანში - 20:05
გამოსვლა გარდაბანიდან - 20:20, ჩამოსვლა თბილისში 21:26