რუსთავში, შარტავას გამზირზე ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
აღნიშნული სამუშაოების გამო კი 9 დეკემბრის 09:00 საათიდან გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ავტომობილებისთვის გადაადგილების შეზღუდვა 13 დეკემბრის 09:00 საათის შემდეგ მოიხსნება.