რუსთავში, შარტავას გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.
ჟიული შარტავას სახელობის გამზირზე დღეს დილიდან ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს.
ასფალტის საფარის დაგების სამუშაოების გამო, 9 დეკემბრის 09:00 საათიდან 13 დეკემბრის 09:00 საათამდე, შარტავას გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.