რატომ მიეწოდება რუსთავის ნაწილს ბუნებრივი აირი დაბალი წნევით

2022-12-08 12:01:34

რუსთაველების ნაწილს ბუნებრივი აირი დაბალი წნევით მიეწოდება. პრობლემის შესახებ მოქალაქეები "ინფო რუსთავის" ფეისბუქ გვერდზე, კომენტარების ველში წერენ.

"იქნებ წნევას მოუმატოთ, მარტო ჰაერია. მრიცხველი წერს, ფასი მაღლა გარბის, ვეღარ ვეწევევით", "იქნებ მოუმატოთ წნევას, გამათბობელი თავის თავს ძლივს ათბობს", "იქნებ თქვენც გაითვალისწინოთ, რომ დაბალ სართულებზე გაზს წნევა საერთოდ არ აქვს", - წერენ მომხმარებლები.

საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ქოიავას დავუკავშირდა.

ქოიავა აცხადებს, რომ პრობლემა მასშტაბურად აღმოფხვრილია, თუმცა გამონაკლის შემთხვევებში, მოქალაქეებმა ცხელი ხაზის ნომერზე უნდა დარეკონ, კომპანიის ტექნიკური ჯგუფი კი ადგილზე მივა.

"პრობლემა აღმოფხვრილია. გუშინ ღამე საერთოდ არ შემოსულა გამოძახება დაბალ წნევაზე, დღე იყო მხოლოდ 2 გამოძახება. საიდანაც შემოდის ეგრევე კეთდება რეაგირება. იყო, როგორ არ იყო, მაგრამ ნელ-ნელა აღმოფხვრილია პრობლემა.

ძირითადი გამომწვევი მიზეზი უცებ მოხმარების გაზრდა იყო, რაც დარეგულირდა წნევის მომატებით.

ვისაც აქვს დარჩენილი პრობლემა, მოგვმართონ, დარეკონ ცხელი ხაზის ნომერზე - 16114. იქ ნახავენ მიზეზებს, შეიძლება აბონენტს რამეშიდაქსელზე ჰქონდეს მოსაგვარებელი. ჩვენი მხრიდან რაცაა გასაკეთებელი, ვაკეთებთ ყველაფერს", - განაცხადა გიორგი ქოიავამ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები