გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭანდართან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სოფელში მერის წარმომადგენელმა განუცხადა, ერთმანეთს სატვირთო მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფ-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში გადაიყვანა.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.