თბილისში, ვარკეთილში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სახანძრო-სამაშველო და სამართალდამცავთა ეკიპაჟები.