რუსთავში მე-20 მიკრორაიონის მე-19 კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში ლიფტი გაქურდეს.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ადგილობრივებმა განუცხადეს.
ფაქტი ლიფტიორ კომპანია შპს "ანდე ლიფტშიც" დაადასტურეს.
მათი თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა მისამართზე ლიფტის ქურდობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
კომპანიის დირექტორის არჩილ ხაჩიძის თქმით, ლიფტებიდან მოპარულია მუხრუჭის კოჭა.
"ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით სამი მისამართი იყო, სადაც კოჭები მოიპარეს. მხოლოდ და მხოლოდ იპარავენ ლიფტის მუხრუჭის კოჭას, სპილენძის ხვიაა, რომელიც 3-დან 3,5 კილომდე იწონის. ტეხენ ლიფტის სამანქანოს კარებს.
შემდეგ ამას აბარებენ. აბსოლუტურად ყველა შემთხვევაზე ვუკავშირდებით კონკრეტულ სამმართველოს",- აცხადებს ხაჩიძე.
მისივე თქმით, როდესაც იპარავენ კოჭას, მხოლოდ ამ შემთხვევაში, მოსახლეობას უწევს აღნიშნული დეტალისთვის საჭირო თანხის აგროვება და მისი შეძენა, რის შემდეგაც ლიფტიორი კომპანია კოჭას გამოცვლის.