რუსთავში რამდენიმე ქუჩას ელ.ენერგია არ მიეწოდება.
ამ დროისთვის ელექტრო ენერგია არ აქვს 21-ე მიკრორაიონს და მიმდებარე ქუჩებს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიაში" განუცხადეს, საკაბელო ხაზზე ავარია მოხდა. ადგილზე მუშაობენ კომპანიის თანამშრომლები და აბონენტებისთვის ელექტრო ენერგიის მიწოდება მაქსიმუმ 2 საათში აღდგება