ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ხანძარი გაჩნდა.
როგორც "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რამ გამოიწვია ბინაში ცეცხლის გაჩენა, ჯერ-ჯერობით უცნობია.