ქალი გარდაცვლილი ნახეს

2022-11-30 20:02:15

გორში გარდაცვლილი ქალი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ცხედარს ადგილობრივმა მოსახლეობამ კვერნაკის დასახლებაში, ხევში მიაგნო.

როგორც ირკვევა, ქალი ერთი თვის წინ გაუჩინარდა და მისი საძიებო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდებოდა.