ტაბაწყურის ტბასთან ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

2023-03-05 18:15:55

სამცხე ჯავახეთში ტაბაწყურის ტბასთან მაშველებმა დაკარგული უცხოელი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დაუდასტურეს.

ტურისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების სამსახურში გუშინ შევიდა. ძებნა მაშინვე დაიწყო.

მაშველებმა გარდაცვლილთან ერთად მყოფი მეორე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.