ანანურში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გარდაცვლილი შუახნის მამაკაცია.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი შეეჯახა.
მსუბუქი ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მისი თანმხლები არასრულწლოვანი და პოლიციის 2 თანამშრომელი კი დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რაც შეეხება არასრულწლოვანს, მას თბილისის "ჯეო ჰოსპიტალსში" გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციაში როგორც ტრავმატოლოგები, ასევე სისხლ-ძარღვთა ქირურგები იყვნენ ჩართულები", - განაცხადეს სამედიცინო დაწესებულებაში.
ფაქტზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო.