მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა

2022-11-29 20:08:51

თბილისში, ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი დახვდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.