რუსთავში კომპანია "სოკარ გაზ ჯორჯია" ეტაპობრივად საცხოვრებელ სახლებში გეგმიურ შემოწმებას ატარებენ, რომლის ფარგლებშიც მოწმდება არის თუ არა გაზის დანადგარები სწორად დამონტაჟებული.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 14 ნოემბრამდე რამდენი ერთეული ღია კამერიან წყლის გამაცხელებელი და სხვა კუსტარულად დამონტაჟებულ გაზის დანადგარის ჩახსნა მოხდა რუსთავში საცხოვრებელი სახლებიდან.
როგორც კომპანიიდან მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოთხოვნილი პერიოდის განმავლობაში კომპანიის თანამშრომლებმა 2218 არასწორად დამონტაჟებული გაზის დანადგარი ჩახსნეს.