რუსთაველმა ქალმა ლოტოში 35 000 ლარი მოიგო

2022-11-25 00:04:26

რუსთაველმა ქალმა მარინე ჭუმბურიძემ ლოტო 5/35-ში 34 622 ლარი მოიგო.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ლოტოში გამარჯვებულმა განუცხადა, მომგებიანი ბილეთი მისი შვილის, 13 წლის ანასტასიას მიერ დაწერილი ციფრებით შეიძინა.

მომგებიანი ციფრებიდან კი განსაკუთრებული დატვირთვა, მხოლოდ 4-იანს ჰქონდა, რადგან ეს ციფრი ანასტასიას დაბადების დღის რიცხვია. 

"ჩემს შვილს ვთხოვე დამიწერე ციფრები თქო, წავედი და შევავსე ბავშვის დაწერილი ციფრები. ციფრები 1-დან 35-ის ჩათვლითაა და მინდოდა ყველა ხაზზე თითო ციფრი მომენიშნაო ჩემმა შვილმა მითხრა.

მხოლოდ ერთი ციფრი, 4, თავისი დაბადების დღე ჩაწერა, ეს იყო და ეს იყო",- განგვიცხადა მარინე ჭუმბურიძე.

მოგებული თანხით აპირებენ, რომ დიდი ხნის სურვილი აისრულონ და ავტომობილი შეიძინონ. ასევე გეგმავენ  ბავშვებისთვის კომპიუტერის ჩუქებასაც.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები