რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს საკრებულოს ბიუროს სხდომაზე გასატანი საკითხები რუსთავის მერის მოადგილეებმა წარუდგინეს.
"ჩვენ გარკვეული რეკომენდაციები გავეცით, შევაჯამეთ მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც ეხებოდა ქონების საკითხებს.
თუმცა დამატებით დეტალებს საფინანსოს კომისიაზე ჩვენ როგორც ასეთი ვერც დადებით და ვერც უარყოფით რეკომენდაციას ვერ გავცემთ, რადგან მთლიანი ბიუჯეტის შეჯამება უნდა მოხდეს.
კომისიის სხდომაზე მნიშვნელოვანი საკითხები განვიხილეთ, რომელსაც მხარს ვუჭერთ, იქიდან გამომდინარე რომ ქალაქის განვითარებას შეუწყობს ხელს, ბიუჯეტის გაზრდას, რაც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, უფრო მეტი კომფორტის შეიქმნან და მნიშვნელოვან ფიგურებად იგრძნონ თავი",- განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ ნინო სულაძემ.
კომისიაზე დეპუტატებმა 2023 წლის ბიუჯეტის პროექტიც განიხილეს. მერის მოადგილე კახა გურულმა განაცხადა, რომ 2023 წლის ბიუჯეტში ქონების მიმართულებით 10 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი.