3 რუსთაველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა [photo]

2022-11-21 11:42:10

სამმა რუსთაველმა სპორტსმენმა თბილისში საერთაშორისო ჩემპიონატზე Muscle Worlds International-ს (IFBB Pro League) წარმატებულად იასპარეზა.

კატეგორია Men's Physique-ის გამარჯვებული რუსთაველი ნიკა ბულბულაშვილი გახდა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ოქროს მედალი მოიპოვა ასევე რუსთაველმა ანა ჭედიამ ფიტნეს ბიკინის კატეგორიაში.

მესამე ოქროს მედალი ბოდიბილდინგის კატეგორიაში რუსთაველმა გიორგი ადიკაშვილმა მოიგო.

ჩემპიონატზე მედალთან ერთად ადიკაშვილმა, საქართველოში პირველმა, ოფიციალურად პროფესიონალი ბოდიბილდერის სტატუსიც მოიპოვა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები