500-ლარიანი ჯილდო რუსთაველი წარჩინებული მოსწავლეებისთვის

2022-11-19 18:21:40

რუსთავში ოქროს მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისების წესში ცვლილება შედის. ამის შესახებ საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაზე გახდა ცნობილი.

როგორც ქალაქის მერმა, ნინო ლაცაბიძემ სხდომაზე მოხსენებისას განაცხადა, წარჩინებულ მოსწავლეს 500-ლარიანი ფულადი ჯილდოს აღების საშუალება სკოლის დასრულების შემდეგაც ექნება.

ცვლილების მიხედვით, კურსდამთავრებულს პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრებიდან მომდევნო 1 წლის განმავლობაშიც მიეცემა.

"მიხარია, რომ გუნდმა შევძელით, პროგრამა პირველივე წელს წარმატებით განხორციელებულიყო. 150-მდე ოქროსმედალოსანი გვყავდა, ვინც წარმატებით დაასრულა სწავლა. პრაქტიკამ გვაჩვენა ის ცვლილებები, რომელიც არსებული რედაქციით არის წარმოდგენილი. აქაც იყო მაგალითად შემთხვევა, როდესაც გაცემის დროს ვერ წარმოადგინა ბავშვმა ყველა საჭირო დოკუმენტი, ჰქონდა ჩაწერის პრობლემა და ა.შ. როდესაც ეს ცვლილებები ძალაში შევა, ჩვენ შევძლებთ, რომ თუ ვინმეს სკოლის დამთავრების დროს და ამ პროგრამის უშუალო განხორციელების პროცესში არ ექნება შესაბამისი დოკუმენტაცია მოწესრიგებული, დავუტოვოთ შესაძლებლობა, რომ მოწესრიგების შემდეგ, ეს თანხა არ დაკაგოს. ეს არის ძირითადი ცვლილება, რაც მინდოდა წარმოგვედგინა", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები