სისხლიანი დაპირისპირების დროს ახალგაზრდა მოკლეს

2022-11-19 11:15:13

კახეთუს მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში 25 წლის კაცი მოკლეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები აქვს სავარაუდო ბრალდებულსაც. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

"ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.