თბილისში ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი და ავტობუსი შეეჯახა

2022-11-18 11:03:39

თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ავარია მოხდა.

ერთმანეთს ავტობუსი და რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი სავარაუდოდ, შეუძლოდ გახდა, რის გამოც მართვის კონტროლი დაკარგა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა 10 ავტომობილი.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.


ფოტო: ინტერპრესნიუსი