2 ოქრო და 1 ვერცხლი

2022-11-16 17:37:55

რუსთაველების წარმატება საგუნდო მუსიკის შემსრულებელთა კონკურსზე.

საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ ორგანიზებულ კონკურსში რუსთავმა ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ოქროს მედლით დაჯილდოვდა "თუთარჩელას" პატარა თაობა, დირიჟორ ირაკლი არველაძის ხელმძღვანელობით. ასევე ოქროს მედლის მფლობელი გახდა "თუთარჩელას" ახალგაზრდა გუნდი, დირიჟორ ქეთი ელისაშვილის ხელმძღვანელობით.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა რუსთავის ფოლკლორის სკოლის გაერთიანებული გუნდი. გუნდის დირიჟორები ნინო მამაგულაშვილი და ჯული დავითშვილი არიან.