რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. [ვიდეო/video]
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა "რუსთავის" გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ხათუნა რევაზიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტი მართვის სუნთქვაზეა გადაყვანილი და უტარდება ოპერაცია.
"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან უმძიმეს მდგომარეობაში. აღენიშნებოდა სხეული მრავლობითი დაზიანებები, მრავლობითი ჭრილობები. შემოსვლისთანავე პაციენტი გადავიყვანეთ მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევები და კონსულტაციები, ახლა აყვანილია საოპერაციო ბლოკში",- განაცხადა ხათუნა რევაზიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი-ლილოს გზაზე ერთმანეთს სამი ტრაილერი შეეჯახა.